Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშლებათ თუ სად რა ისაუბრონ – ქოლცენტრების თემაც მაინც ვერ გადაიფარება

მარშალ პრესი 08/05/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სტუდენტებს ლექციის მსვლელობის დროს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ესაუბრება.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია პარლამენტში გამართული შეხვედრა და არა ლექცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც კი ხვდებიან. რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების თავზე მოხვევას, აბაშიძის თქმით, უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს რევანშისტი პოლიტიკოსების და „ნაცმოძრაობის“ მომხრე ლექტორების ხელწერაა.

„ნაცსექტის “ყოვლისმცოდნე” სპიკერი ელისო კილაძე ყველაფერს კადრულობს ჩვეული ბოროტი უვიცობით. ეს ლექცია არ არის, ერთ-ერთი შეხვედრაა პარლამენტში (ინტერიერით ‘ნაცბაბლშიც’ კი ხვდებიან).

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს სწორედაც რომ არ ეშლებათ თუ სად რა ისაუბრონ.
აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ტვინებს ურეცხავენ რევანშისტი პოლიტიკანები და სამარცხვინო ნაცლექტორები, ეს უკვე ყველამ გაიგო.
ნაცებო, შეეშვით უმაღლეს სასწავლებლებს! ნუ სვრით და ნუ რევთ ახალგაზრდებს თქვენს ბინძურ გეგმებში, რომლებიც ყველა თქვენივე სცენარითაც კი, წარუმატებელია.
ავაზაკური ქოლ-ცენტრების თემაც მაინც ვერ გადაიფარება!“ – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: უსამშობლო პოლიტიკანების და ქართველთმოძულეების გაპრავებით თავს რატომ ირცხვენთ? – ზურაბ ქადაგიძე ხატია დეკანოიძეს
Next: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.