Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

,,ნაციონალური მოძრაობა” და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას

მარშალ პრესი 08/05/2023
ლადო ბოჟაძე

,,ნაციონალური მოძრაობა” და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას, ელისო კილაძეს ურჩევნია ქოლცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებზე გასცეს პასუხი.

„ქოლცენტრების სკანდალის გადასაფარად ყველაფერს აკეთებს, ჯერ ბავშვის გარშემო ატეხილი სკანდალის გამოყენება სცადა, ახლა ირაკლი კობახიძეს და თსუ-ს მიადგა. ჯერ ერთი ეს არ არის ლექცია, მეორე ეს არ არის უნივერსიტეტი, პარლამენტია ელისო, პარლამენტი. ირაკლი კობახიძეს ასწავლით სად და რა თემაზე უნდა ესაუბროს სტუდენტებს? ხან მისი წიგნების დაწვა დაავალეთ თქვენს აქტივისტებს, ხან მისი ლექციის ჩაშლა სცადეთ, თუმცა თქვენს ,,ვითომ სტუდენტი” აქტივისტებს თსუ-ს სტუდენტებმა ღირსეული პასუხი გასცეს. ,,ნაციონალური მოძრაობა” და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ.

ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას ჯობია ქოლცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოთ და თქვენს გარშემო არსებულ კითხვებზე გასცეთ პასუხი!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Post navigation

Previous: ილიაუნში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს ახალგაზრდებს – დავით ქართველიშვილი
Next: ახალგაზრდები იმსახურებენ საუბარს და არა იმ ტვინის რეცხვას რომელსაც ლიბერალები ასე აქტიურად სჩადიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.