Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერზე იბოდიალა, “ქოლ-ცენტრებისა” და ომის დროს, მისი ძმის სახელით, უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა

მარშალ პრესი 08/05/2023
ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ტელეკომპანია “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც სალუქვაძე წერს, არახამიამ ყველაფერზე ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი თემების გარდა, რაც ე.წ ქოლცენტრების საქმეს და მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე ფართის ქირავნობას ეხება.

“გუშინ არახამიამ ყველაფერზე იბოდიალა, “ქოლ-ცენტრებისა” და ომის დროს, მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე 4 ათას ლარად(?) უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა.

ახლა ჭკუას გვარიგებს დღეს საქართველოს ომი არ აწყობსო. შარშან მარტიდან მოყოლებული იქაური გონჩარენკოები და აქაური ლომჯარიები ვენებს იჭრიდნენ, ცეცხლის წვიმა გვირჩევნიაო, გინდათ თუ არა ოფიციალურად სამხედრო დახმარება გაგვიწიეთო და ა.შ. ვინ იყო ამ ყველაფრის დირიჟორი? ვინ იყო მთავრობების დონეზე ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი?

დღემდე კოლექტიური ხოშტარიები შავ ხვრელებს ეძებენ. არ იციან, რომ (ყველაფერს ვერ დავწერ) ჩვენი საზღვარი 100%-ით გამჭვირვალეა ჩვენი პარტნიორებისთვის?

საკმარისია. არ ღირს უფრო ვრცლად. ათასჯერაა გადაღეჭილი. არახამია არაა უკრაინა, მით უმეტეს არაა საქართველო. არავის სჭირდება მისი დამოძღვრა. დედამიწაზე 8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს. ეს ერთ-ერთია.”- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სააკაშვილის ხელისუფლების მიზანი იყო, მიტინგის მონაწილეები კი არ დაეშალათ, არამედ მათთვის ყველა გასასვლელი ჩაეკეტათ, ყველა მათგანი ჯერ ეცემათ, შემდეგ დაეკავებინათ, ცემაში გარდაცვლილი მშვიდობიანი მომიტინგეების ცხედრები სახურავებზე შემოელაგებინათ
Next: არახამია ყველა მხრიდან ძარცვავს ევროპელებს, ახლა პენსიონერებს მიადგა და “ქოლცენტრების” მეშვეობით ძარცვავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.