დავით არახამიას თქმით, თუ ნიკა გვარამიას გამოუშვებენ, პირადად სთხოვს ზელენსკის, რომ საქართველოში ელჩი დანიშნოს. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ის პოლიტიკოსი არაა, ის ჟურნალისტია. თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და სთხოვს, რომ ელჩი გაუშვან თბილისში”, — განაცხადა არახამიამ
