Skip to content
15/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, დაახლოებით, 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი

მარშალ პრესი 07/05/2023
6

წერეთლის გამზირზე, პანთეონის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოაჩინეს სამარხები. როგორც მერიაში აცხადებენ, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.

აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ. არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.

სხვა დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურში ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული დღის ბანაკი დასრულდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025