Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

მარშალ პრესი 07/05/2023
NEWS

ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპის უმსხვილესი სტუდენტური გაერთიანება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

,,ESU მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების მიღწევისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მათ შორის, მხარი დაუჭირონ მისი საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებას. ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების დასტურად, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას მისცემს საქართველოს განვითარებას, სტაბილურობასა და რეგიონულ ინტეგრაციას და მეტად გააძლიერებს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.”

რეზოლუცია მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ESU-ს რიგით 84-ე საბჭოს შეხვედრას თბილისმა 1-7 მაისს უმასპინძლა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

აღსანიშნავია, რომ ESU 1982 წელს დაფუძნდა და ის 41 სახელმწიფოს 20 მილიონზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. ESU ევროკავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში.

Post navigation

Previous: მთავარი არხი, რის მთავარი არხია, თუ კრიმინალების “გაპრავება” არ დაიწყო?
Next: ხელვაჩაურში ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული დღის ბანაკი დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.