Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს

მარშალ პრესი 06/05/2023
შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, რათა განვამტკიცოთ არსებული მიღწევები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე გავხადოთ ხელმისაწვდომი – მათ შორის, მეტი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროგრამა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მეტი ქართული პროდუქტისთვის, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში გაწევრიანება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაცია და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეცაა: დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!”– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: “მასტერისა” და “მასტერას” შორის განსხვავება განსაკუთრებულია- ერთი საკუთარი შემოქმედებით ებრძვის ლიბერალურ ფაშიზმს, მეორე, საკუთარი საქმიანობით ასაზრდოებდა ბერძენიშვილისეული ნაძირალების აღზევებას
Next: მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.