ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს! – ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

720
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას ეხმაურება:
“ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას !
ნამაჰვასენსის წინააღმდეგ პროტესტი, რომ არა მხოლოდ ნამაჰვასენსის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე გამახსენდა), ჯერ დედაქალაქის პარალიზებას აანონსებს, მერე უარს აცხადებს პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრაზე, ქუჩაში ჩამოდი და იქ დავილაპარაკოთო…მერე კი მსვლელობას იწყებს თავისი მხარდამჭერებით, უფრო სწორედ აქეთ-იქით უაზროდ დაატარებს და სიტუაციის დაძაბვას ცდილობს, ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია, ძალიან დამაფიქრებელია და სულაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი შემთხვევით!
ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს!
ეს პასუხი კი შემდეგი უნდა იყოს-ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ სხვადასხავა სცენარით ქვეყანაში ამ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს!” – წერს ნიკოლეიშვილი
კომენტარები
რეკლამა
მოწონება