Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ არსებობს, გიორგი მაგას არ იკადრებდა – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 05/05/2023
ზურაბ ქადაგიძე

„თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი,ჩვენს საამაყო ოპოზიციაში. თუმცა, რა გასაკვირია? რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ისევ ისეთები დარჩნენ“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, რამდენიმე მფლობელი ჰყავს და მათ შორისაა დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ახლა უფრო დიდ მასშტაბებს გაწვდნენ, არახამიასთან ერთად “ჩალიჩობენ” და ევროპელი პენსიონერების ფულით, ევროპელ ლობისტებს ყიდულობენ.

„არ არსებობს, გიორგი მაგას არ იკადრებდა! თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი, ჩვენს საამაყო ოპოზიციაში. რუსულ ფულს არ თაკილობენ. საქართველოს საბოტაჟს ეწევიან და ყველაზე ბინძური, თაღლითური გზებით მდიდრდებიან. თუმცა, რა გასაკვირია? რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ისევ ისეთები დარჩნენ. ახლა უფრო დიდ მასშტაბებს გაწვდნენ, არახამიასთან ერთად “ჩალიჩობენ” და ევროპელი პენსიონერების ფულით, ევროპელ ლობისტებს ყიდულობენ.“– წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რუსი მდგმური, ძმაზე გაფორმებული მძარცველი ქოლ-ცენტრი, პოლიტიკური პარტნიორი რუბლოვნა ლიაკა ხოშტარია და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე კიდევ ხელისუფლებას აშიშვლებს?
Next: რა გამოდის, მათ აქვთ „ქოლცენტრები“ და ითხოვენ, ჩვენივე „ქოლცენტრების“ საქმეს თავად გამოვიძიებთო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.