Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ

მარშალ პრესი 04/05/2023
დავით ქართველიშვილი

საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ. ჩვენ გვაქვს დასნეულებული ევროპისთვის მისი გამოჯანსაღებისთვის მაგალითის მიმცემი ძალა. და ჩვენ ამ მისიის შესასრულებლად მზადაც ვართ და არ ვართ მარტონი – უნგრეთით დაწყებული ევროპა ნელ-ნელა გამოდის თავის მრავალწლიანი ფსევდოლიბერალური ლიტურგიკული ძილიდან…“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალური ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება უკვე არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს დააზარალებს, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი, რომ დასნეულებულ ევროპას მისცეს გამოჯანსაღებისთვის საჭირო ძალა. „უნგრეთის კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას შეიძლება, ვუწოდოთ აღმსარებლობა. ამ მისიისთვის ღირს ამ ქვეყანაზე მოვლინება და იმისი აღიარებაც, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილას გქონდა მოღვაწეობის პატივი. ბრავო პრემიერს!

ეს იყო უძველესი და ესოდენ თანამედროვე საქართველოს პრეზენტაცია. ეს იყო განაცხადი, რამ უნდა გადაარჩინოს ევროპა მისთვის დამღუპველი ცრუ თავისუფლების მეტასტაზებისგან. ეს იყო იმ პატარა უძველესი ცივილიზაციის ცოცხალი მაგალითის წარმოდგენა, თუ რა მარადიული მაცხოვრებელი ძალა აქვს რწმენას, თავისუფლებასა და ოჯახს, რომელმაც დღევანდელობამდე მოგვიყვანა დედამიწის ზურგიდან უამრავი ცივილიზაციის გაქრობის ფონზე. „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი…“ – ბრავო პრემიერო! მსოფლიოსთვის დღეს მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ამის ყველაზე მკაფიო და მისაბაძი მაგალითი ბოლო ათი წლის საქართველოა.

მიუხედავად ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ არაერთი ძალისხმევისა, საქართველოს ეს მშვიდობა „კბილებით უჭირავს“ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მტკიცე პოლიტიკის ექსპორტი მოვახდინოთ დენთის სუნში გახვეულ სამყაროში. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ტრადიციული საბაზისო ფასეულობების არა განიავება და დახურდავება, არამედ ექსპორტი მოვახდინოთ ევროპაში, რომლის სრულფასოვანი წევრი მხოლოდ ამ ფასეულობებით თუ გავხდებით. თუმცა უკვე ამ ეტაპზე წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის უკვე არა ჩვენი, არამედ ევროპის სირცხვილს წარმოადგენს.

საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ. ჩვენ გვაქვს დასნეულებული ევროპისთვის მისი გამოჯანსაღებისთვის მაგალითის მიმცემი ძალა. და ჩვენ ამ მისიის შესასრულებლად მზადაც ვართ და არ ვართ მარტონი – უნგრეთით დაწყებული ევროპა ნელ-ნელა გამოდის თავის მრავალწლიანი ფსევდოლიბერალური ლიტურგიკული ძილიდან…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: დიახ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია; მაგრამ ჩვენი კათოლიკეები, მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას
Next: უდავო ფაქტია, რომ გლობალური დღის წესრიგი იცვლება – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025