IMG.GE IMG.GE

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 183 020 შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რეკორდული ზრდის მთავარი წყარო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა იყო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი 18 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 181 232 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 9 051 401 ადამიანი დაინფიცირდა, 4 841 939 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE