IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არ მგონია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გიორგი რურუას მომავალი მნიშვნელოვანი იყოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ისინი უკვე ხვდებიან რომ, ერთი მხრივ მათი პოლიტიკური ქულები ვერ ჩაიწერება საკონსტიტუციო ცვლილებებით, რამდენიმე თვის განმავლობაში რასაც ამბობდნენ, საწინააღმდეგოს გაკეთება მოუწიათ, მეორე მხრივ გიორგი რურუას მიმართ რაღაც ვალდებულება აქვთ აღებული და არ უნდათ, რომ ესეც რაღაცნაირად თამაშგარეთ დატოვონ და არიან ასეთ მდგომარეობაში. თუმცა ჭკვიანი პოლიტიკური ძალა გამოსავალს მოძებნიდა.

ამ კენჭისყრით გამოჩნდა, რომ მათთვის მთავრია, რომ მათი მხრიდან მიჩნეული პირი „პოლიტპატიმარი“ გამოვიდეს საპყრობილედან, ვიდრე ის, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები, რადგან მათ იციან, რომ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს ისინი წააგებენ. ამიტომ ვამბობ, რომ მათთვის რურუა ღირებული არაა, უბრალოდ ახლა პოლიტიკური ქულების დაწერისთვის სჭირდებათ, რაც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების პროცესში ვერ დაიწერეს. საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობის არმიღებით ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარეთ, ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებენ, სხვათა შორის ვერც თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი რურუა დარჩათ და იმას ჩაუტარებენ წინასაარჩევნო კამპანიას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE