Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 12 საფეხურით დაწინაურდა; პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რომ გლობალური სენია, სხვადასხვა მოწინავე დემოკრატიების სახელმწიფოებში, ამ კვლევიდანაც ჩანს

მარშალ პრესი 03/05/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს 12 პუნქტით დაიწნაურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანი, თუმცა, პოლარიზებულია.

აბაშიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი პრობლემები, მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც აქტუალურია.

„საერთაშორისი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს 2023 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს. საქართველო 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილზეა.

შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 12 საფეხურით დაწინაურდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ “მედიალანდშაფტი საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა ამავე დროს ძალზედ პოლარიზებული. მანიპულაციები, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს”… პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რომ გლობალური სენია, ამ კვლევიდანაც ჩანს სხვადასხვა მოწინავე დემოკრატიების სახელმწიფოებში. სენი უკურნებელია, ხარისხის დაწევა შეიძლება, მაგრამ ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში ამას ვერ ახერხებენ. ციფრული მედიისა და სოცქსელების ეპოქაში შეუსრულებელი ამოცანაა.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ოპოზიციური მედიის მიზანმიმართული მცდელობის მიუხედავად, თავი დაჩაგრულად და უუფლებოდ წამოადგინონ, საქართველო „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში“ 12 პუნქტით დაწინაურდა
Next: მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი იძულებული იქნა საქართველო რეიტინგებში 12 საფეხურით დაეწინაურებინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.