Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი უპრეცედენტოდ მაღალია

მარშალ პრესი 03/05/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით, 12 საფეხურით დაწინაურდა. როგორც ქადაგიძე წერს, მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია.

„დაწინაურდა და გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მალტა, საბერძნეთი, ისრაელი უკრაინა და ა.შ ჰო და როდესაც მედია-პლურალიზმს გამოიყენებთ რადიკალები პოლიტიკური ინსინუაციებისათვის, ხანდახან გადახედეთ სტატისტიკას. რაც არ უნდა პოლიტიკური კუდები მოაბათ პროცესს, რეალობას ვერ შეცვლით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია.“– წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონფერენციაზე გაემგზავრა
Next: არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.