Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ – არჩილ თალაკვაძე ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 19/04/2022
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები აჭარასა და რუსთავში, სადაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა. რა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ? ეს არის მორიგი სიცრუე. თემები ამოეწურათ და ამით ცდილობენ მედიის ზედაპირზე დარჩენას. რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ. სჯობს უფრო სერიოზულად მოეკიდონ პოლიტიკას და პატივი სცენ საზოგადოებასა და ქვეყანას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
Next: 2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში – რა ქონებას ფლობს კობა ნაყოფია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.