Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ გრცხვენიათ? დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა ჩემს ხაბეს – ირაკლი ზარქუა

მარშალ პრესი 02/05/2023
ირაკლი ზარქუა

IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ის კვლევები რომ არასწორია, ეს არაერთხელ გამოჩნდა.

„მინდა, IRI-ის კვლევას შევეხო. კარგი ორგანიზაცია, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს კვლევები არ არის თქვენი ძლიერი მხარე, შეეშვით. 30 პროცენტიანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო. მოსახლეობამ ვიცით, ვის როგორი რეიტინგი აქვს. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში გამოჩნდა. ვერცერთი მიიღეს მონაწილეობა. მე სხვა რამეზე ვწუხვარ. ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე, არჩევნების დროს რომ მიიღოს 30-40 პროცენტიანი სხვაობა, ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ მერე? არ გრცხვენიათ? დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა ჩემს ხაბეს, 14 პროცენტიანი პარტიის ლიდერის, თქვა, მოვედი და დაეტყო პარტიასო. რატომ აკეთებთ ამას?

შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას? ისედაც ერთმანეთს კომპიუტერებს ართმევენ, ისე გაკოტრდნენ ყველანაირად – მორალურადაც და პოლიტიკურადაც. IRI-ის მივმართავ, არ არის ეს თქვენი საქმე, კონცენტრირდით, წაგიყვანთ წალენჯიხაში, უამრავი თემაა, ახალგაზრდები გადავამზადოთ, შეგიძლიათ, კარგი პროგრამები გაქვთ. არ არის ეს კვლევა თქვენი თემა, მერამდენედ უნდა შეილახოთ ავტორიტეტი. ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება. ხაბე მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14-მდე არ არის, ბიჭო, არ დაიჯერო“, – განაცხადა ზარქუამ.

Post navigation

Previous: პრეტენზიები მე მგონი ნაკლებად მისაღებია – შალვა პაპუაშვილი სამნიძეს საგამოძიებო კომისიის საკითხზე
Next: გივი მიქანაძემ ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული ის რეზოლუციები შეახსენა, რომელსაც „ნაცონალურმა მოძრაობამ“ ევროპის საბჭოს ფორმატში მხარი არ დაუჭირა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.