Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ მათი მეშვეობით და მხარდაჭერით ხდებოდა დანაშაულები ციხეებში – მიხეილ ყაველაშვილი ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე

მარშალ პრესი 01/05/2023
მიხეილ ყაველაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებზე, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიცია, კერძოდ კი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არ იცვლებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თითქოს ემიჯნებიან ოპოზიციას, მათ იმნაირადვე უნდა აგონ პასუხი „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, როგორც სხვებმა.

„ბოკერიას მეუღლე, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი როგორი სიტყვებით ლანძღვას ოპოზიციურ სპექტრს, თითქოს ემიჯნებიან მათ სამართლიანობის, დემოკრატიის, განვითარების მოტივით, მაგრამ ვის გაემიჯნებიან? სწორედ მათი მეშვეობით და მხარდაჭერით ხდებოდა დანაშაულები ციხეებში, იცვლებოდა უკანონოდ კონსტიტუცია, შეუვარდნენ „იმედს“ და ა.შ. ბერძენიშვილები და ნათელაშვილი, რომლებიც დღეს ამ რადიკალების მხარდამჭერები არიან, პირდაპირ რუსების აგენტებად მონათლეს. ნანახი გვაქვს ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ და ვიცით, რას უწოდებდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ესენი არ იცვლებიან.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: გუშინდელი აქცია იყო პასუხი იმაზე, რომ აქციის ორგანიზატორები, ქართული საზოგადოება მზადაა იმისთვის, რომ თავისი დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობა ერთად აღებული დაიცვას ბოლომდე,
Next: ამ ორი პოლიტოლოგის წერილი ქვეყნისთვის საზიანოა, მათი გულწრფელობა კი დიდ კითხვებს ბადებს – ამირან სალუქვაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025