“აქციამ ისტერია გამოიწვია ევროპელი პენსიონერების ფულით დაფინანსებულ სუბიექტებში. უღმერთოები ღმერთის დამცველებს ღმერთით აშინებენ, დაგსჯითო.
ყველა მოსყიდულად მონათლეს. საერთოდ ფულზე ხმას როგორ იღებენ, როცა თავად შავი და ბინძური ფულით ფინანსდებიან?!”– წერს სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება რესპუბლიკის მოედანზე გამართული შეკრების კრიტიკოსებს.
მოკლედ, სასწაული პოსტების და კომენტარების ნიაღვარია. არც აქციაზე მისულებში, არც გამომსვლელებში, ყველა არ იყო ხელისუფლების მომხრე, მაგრამ გადაუწყვეტელი არავინ იყო, რადგან მანდ მისული კოლექტიურ ხუთიანს არ შემოხაზავს
ასეთი ხალხის რაოდენობა გაცილევით დიდია. ეს აქტიურობა შესანარჩუნებელია. არჩევნების წინ კი ყველა საკუთარი გემოვნებით დაიყოფა. ოპოზიციამ რეალობა უნდა გაიაზროს და წარსული სახეებიც და მეთოდებიც წარსულში დატოვოს.”– წერს ამირან სალუქვაძე.
