Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის დახვრეტიდან 16 წლის შემდეგ, ისევ ქუჩაში ვიქნებოდი – რუსუდან შარაძე

მარშალ პრესი 30/04/2023
რუსუდან შარაძე

მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს, შევახსენებ ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები“.

„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ აქ ყველას და ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. თავს უფლება მივეცი ერთადერთი მიზნის გამო, ყველას შეგახსენოთ, რომ მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ ამისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს და მინდა, შევახსენო ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ. მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის დახვრეტიდან 16 წლის შემდეგ, ისევ ქუჩაში ვიქნებოდი, თქვენთან ერთად, ისევ იგივე მოთხოვნით, მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, რადგან არ გვაქვს უფლება, ჩვენი შვილები, შვილიშვილები ასე არ უნდა გაიზარდონ. მათ უნდა ჰქონდეთ დრო, საშუალება, რომ განვითარდნენ, განათლება მიიღონ, წინ წავიდნენ და მოუარონ ამ ქვეყანას ისე, როგორც იმსახურებს და რაც ჩვენ ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. ბოლოს, უმორჩილესად მინდა, გთხოვოთ, მომეხმარეთ, რომ სიმართლე ყველგან მივიტანოთ. მე თქვენ გარდა არავინ მყავს, მხოლოდ თქვენი, ქართველი ხალხის იმედი მაქვს“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

Continue Reading

Previous: ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას – ია მეტრეველი
Next: სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ? გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025