IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს ბოლო მომენტში შემოუერთდა, მაგრამ მათი მონაწილეობის გარეშე იყო საკმარისი ხმები, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ,  მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს ბოლო მომენტში შემოუერთდა, მაგრამ მათი მონაწილეობის გარეშე იყო საკმარისი ხმები. რთულია, გააკრიტიკო პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ თანაგუნდელს მხარს უჭერს და მის გათავისუფლებას ითხოვს, მაგრამ ფართო კონსესუსით მიღებული შეთანხმების ბოლომდე მიყვანა თითოეული პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. ამდენად, ულტიმატუმების ენით საუბარი იმ პროცესის შესაბამისი არ არის, რაც საერთო კონსესუსითა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით წარიმართა. მნიშვნელოვანია, რომ მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე განხორციელდეს“, – განაცხადა ჯაშმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება