Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

“ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული არასამთავრობოები აგრძელებენ ცილისმწამებლურ კამპანიას “ჯორჯიან ეირვეისისა” და ჩემ წინააღმდეგ – თამაზ გაიაშვილი

მარშალ პრესი 19/04/2022
თამაზ გაიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ამავე დროს იმყოფებიან ფინანსურ დამოკიდებულებაში კოდუების ოჯახთან, აგრძელებენ ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას ქართული ავიაკომპანიის „ჯორჯიან ეარვეისის“ და პირადად ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისი”-ს დირექტორი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ის, სამართლებრივი გზებით, პასუხს აგებინებს ცილისმწამებლებს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გამოგონილი, აბსურდული ბრალდებებით ცდილობენ შელახონ ჩემი საქმიანი რეპუტაცია და ჩრდილი მიაყენონ ქართულ ავიაციას. ამჯერად, კორუფციის აბსურდულ ბრალდებასთან ერთად, ტერორისტებთან კავშირიც კი დამაბრალეს. მსურს აღვნიშნო, რომ ეს უწყვეტი, ბინძური კამპანია სწორედ დაუსჯელობის სინდრომის შედეგია. ამიტომ, ამ შემთხვევას რეაგირების გარეშე არ დავტოვებ, დაუყოვნებლივ მივმართავ სასამართლოს და სამართლებრივი გზით პასუხს მოვთხოვ ამ გაუგონარი ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების ავტორებს.

ამავდროულად, მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა ამ ბინძური ცილისმწამებლების საქმიანობა იქნეს მოკვლეული, თუ რა მოტივით და ვისი დავალებით ხელმძღვანელობენ ისინი”, – აცხადებს გაიაშვილი.

Continue Reading

Previous: საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან
Next: ბაკურიანში საიდუმლო შეკრების მონაწილეები არ ასახელებენ, ვინ დააფინანსა ტრენინგი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025