Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების დაყენება

მარშალ პრესი 29/04/2023
ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გარისკეს, ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების დაყენება ეს არის სავსებით ლოგიკური, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, რეგიონებში რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებში კანდიდატურების დაყენებაზე უარის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი დაბალი რეიტინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ.

„რა თქმა უნდა, 2024 წელსაც ასეთივე ვითარება, ასეთივე სურათი გვექნება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები არ დააყენა, იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ნიშნავს იმას, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია – ეს იყო რეალური მიზეზი, რატომაც მათ არ დააყენეს კანდიდატურა.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმ ოჯახს სოციალურმა სამსახურმა ბავშვი ძალადობრივად წაართვა (ვიდეო)
Next: “ომის პარტიების” და მათი პატრონებისთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს – ანდრია გვიდიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.