Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო აშშ-ს მიერ ჩვენთვის “მიწისზედა” დახმარების გამო. ამ მადლიერებაში არ უნდა გამოგვრჩეს მისი “მიწისქვეშა” დახმარების ფაქტებიც

მარშალ პრესი 29/04/2023
დავით ქართველიშვილი

„ასეთი ყურადღების ფონზე, რა თქმა უნდა გებადება იმედი, რომ საელჩოს უშუალო ჩარევით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ტრასებზე ბიოტუალეტების ჩადგმის პრობლემაც“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ჭავჭავაძის გამზირის 23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას და შესაბამის შეხვედრაზე ელჩის დასწრებას.

„საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო აშშ-ს მიერ ჩვენთვის “მიწისზედა” დახმარების გამო. ამ მადლიერებაში არ უნდა გამოგვრჩეს არც მისი “მიწისქვეშა” დახმარების ფაქტებიც. მართალია, საქართველოში ამერიკის დიპლომატიის ისტორიის განმავლობაში საკუთარი ელჩის მიწის ქვეშ გაგზავნის პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, ამიტომ ქალბატონ კელი დეგნანი “მთის მივლინების ბლანკით” ჭავჭავაძის გამზირის 23-ში მდებარე “პადზემკა” პარკინგის მშენებლობის თათბირზე ვიხილეთ.

„ამ შენობისადმი არსებობს ამერიკული ინტერესი. ჩვენ, როგორც საელჩო, ყოველთვის ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს განვითარებაში.

საინტერესო იყო მეზობლების აზრის მოსმენა ავტოსადგომის სივრცის ნაკლებობის თაობაზე. ამიტომ კარგია, რომ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ პასუხები“, – ბრძანა დღეს კელი დეგნანმა. ასეთი ყურადღების ფონზე, რა თქმა უნდა გებადება იმედი, რომ საელჩოს უშუალო ჩარევით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ტრასებზე ბიოტუალეტების ჩადგმის პრობლემაც“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში
Next: სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.