Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

არანაირი რიგგარეშე არჩევნები და არანაირი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე – ალუდა ღუდუშაური

მარშალ პრესი 19/04/2022
ალუდა ღუდუშაური

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები და არანაირი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ბაკურიანში შეკრებილმა შულავერის კომიტეტმა მიიღო დირექტივა, რათა აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვიონ.

„ეს არის ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ომის პარტია, რომელიც არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატზე დაფუძნებული პარტია. ბუნებრივია, მათი დღის წესრიგი აცდენილია ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს დღის წესრიგს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები და არანაირი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

Post navigation

Previous: აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ – სერგეი შოიგუ
Next: საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.