IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გერმანიის მთავრობამ რეგიონში, სადაც კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა, სამხედროები გააგზავნა. ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის არმიის პრესსპიკერის ცნობით, გიუსტერლოს რეგიონში 33 სამხედრო მოსამსახურე ჩავა. ისინი მობილურ ჯგუფებს შეკრებენ და უხელმძღვანელებენ, რომლებიც კორონავირუსზე ტესტირებას ჩაატარებენ და შესაძლო ინფიცირებულების გამოვლენას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, გიუსტერლოს რეგიონში, რომელიც დორტმუნდსა და ჰანოვერს შორის მდებარეობს, კორონავირუსი ხორცის საწარმოში გავრცელდა. თავდაპირველად „კოვიდ-19“ 650 თანამშრომელს დაუდასტურდა, შემდეგ კი ინფიცირებულთა რიცხვი 1331-მდე გაიზარდა.

ეპიდაფეთქების გამო ხორცის საწარმოში დასაქმებული ათასობით ადამიანი კარანტინში გადავიდა. მათ ნაწილს ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ძირითადად რუმინელები, ბულგარელები და პოლონელები მუშაობენ.

მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო რეგიონის ჩაკეტვა და კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება