Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნეტავ ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იმ ლობისტებში ფულის გადაყრას ჯობია თავის შვილს წესიერი საკვები მიუტანოს

მარშალ პრესი 28/04/2023
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია და შესაბამისად, ლობისტების დაკვეთით მომზადდა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა (რა ქნან, ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონი“ ავალდებულებს, თორეე . . .)

ამ მასალებში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული.
ასევე გამოქვეყნდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის „საპასუხო დასკვნა“ რომელიც ლობისტური კომპანია „აკერმანის“ თანამშრომლების დაკვეთით იყო მომზადებული.
ნეტა ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იმ ლობისტებში ფულის გადაყრას ჯობია თავის შვილს წესიერი საკვები მიუტანოს.“ – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: რადგანაც სააკაშვილს ვერ შველიან, საბოლოოდ, შესაძლოა, მისი საკითხი იმდენად უსარგებლო და ფუჭი გამოდგეს, რომ ლობიზმისა და ფულის გარეშე არათუ არ გაიხსენონ, შეიძლება არც მოიკითხონ საერთოდ
Next: ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ნაცსექტა დასპონსორებულ პუბლიკაციებს აქვეყნებს უცხოურ მედიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.