Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე – დიმიტრი ხუნდაძე

მარშალ პრესი 27/04/2023
დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე” “იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა”, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

“ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დაჩქარებული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გახშირდა როგორც საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ასევე, ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში.

მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე”. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე, რაც დამსახურებულად გვეკუთვნის.

იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას ველით ყველა ევროპული სახელმწიფოსგან, რომელთათვისაც საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, მათი ინტერესიცაა”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

Continue Reading

Previous: რაც ვნახე ამერიკის ელჩთან პარტიების ლიდერების საქციელი, ეს იყო გულისამრევი, მონებს ვუყურებდი – შალვა ნათელაშვილი
Next: ეს კვლევები არის ის, რისი მიღწევაც უნდათ – ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ აგრესია, შფოთი, დაპირისპირება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025