Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ჩატარებულ IRI-ს „fake“ პოლიტიკურ კვლევას ერთი დადებითი მხარეც აქვს – შეგულიანებული მეხუთე კოლონა არ ერიდება საკუთარი დესტრუქციულობის გამომზეურებას

მარშალ პრესი 27/04/2023
გია აბაშიძე

რუსი ბიზნესმენი, “ნაცების” ერთ-ერთი მოლარე კობა ნაყოფია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს თუკი საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გამოდის, რომ რევანშისტული ძალები მორიგი არეულობისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს. აბაშიძე, ნაყოფიას იმ განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

ანალიტიკოსის განმარტებით, IRI-ის კვლევის შედეგებმა რადიკალური ოპოზიცია შეაგულიანა და დესტრუქციული გეგმების განხილვა საჯაროდ დაიწყო, რაზეც კობა ნაყოფიას განცხადებაც მიუთითებს.

„საქართველოში ჩატარებულ IRI-ს fake პოლიტიკურ კვლევას ერთი დადებითი მხარეც აქვს – შეგულიანებული მეხუთე კოლონა არ ერიდება საკუთარი დესტრუქციულობის გამომზეურებას.

რუსი ბიზნესმენი, “ნაცების” ერთ-ერთი მოლარე კობა ნაყოფია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს თუკი საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ რევანშისტული ძალები მორიგი არეულობისთვის ემზადებიან. თუმცა, საკუთარ ხალხთან დაპირისპირებულმა ნაცსექტანტებმა ღრმად უნდა შეიმეცნონ – საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ევროინტეგრაციის შეუქცევად გზაზე სვლას ვერანაირად შეაფერხებენ ვერც ფულით და ვერც უზნეო დასავლელი აქტორების მავნებლური მხარდაჭერით.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საქართველოს მტრების მიზანია, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საბაბით ქვეყანაში დაიწყოს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია
Next: რაც ვნახე ამერიკის ელჩთან პარტიების ლიდერების საქციელი, ეს იყო გულისამრევი, მონებს ვუყურებდი – შალვა ნათელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.