Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინელი მოქალაქეები მოინახულა

მარშალ პრესი 19/04/2022
11

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ქალაქ მცხეთაში, ერთ-ერთ
სასტუმროში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინელი მოქალაქეების ამჟამინდელ მდგომარეობას დეტალურად გაეცნენ, მათ თანადგომა გამოუცხადეს და საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას დაპირდნენ. ამასთან, დიმიტრი ზურაბიშვილმა აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვა და უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. თავის მხრივ, არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს უკრაინის მოქალაქეებმა და მათ საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.

Post navigation

Previous: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია, არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
Next: კოკა კაციტაძის განცხადება მცხეთაში, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.