Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა გაგიცრუოთ იმედები – ნინო ფოჩხუა კობა ნაყოფიას

მარშალ პრესი 27/04/2023
ნინო ფოჩხუა

თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას იმ განცხადებას, რომელშიც ნაყოფიამ აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია და მისი პარტნიორები ვერ გაიმარჯვებენ ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც არჩევანი სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, უკვე გაკეთებული აქვს.

„ბატონო კობა, სიტყვათა წყობა “ეჭვიც არ მეპარება” და “თუ” უადგილოა ამ განაცხადში. თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, თქვენ და თქვენი პარტნიორები ვერასდროს გაიმარჯვებთ ქართველ ხალხზე, რომლმაც უკვე გააკეთა თავის არჩევანი ქვეყნის სტაბილურობაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.“ – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next: მთელი ეს ისტერია, რაც ოპოზიციას აქვს ატეხილი, ეძღვნება ერთადერთ მიზანს – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.