IMG.GE IMG.GE

ცუდი საყურებელი იყო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი რომ თქვა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მ,იღებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აგრძელებენ დესტაბილიზაციას. – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილბებს,

“ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არის ის, რაც იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო – ეს არის ქვეყანაში სტაბილიზაციის და მშვიდობის შენარჩუნება. 

ცუდი საყურებელი იყო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება.

“ევროპულ საქართველოს” კი, მათ შვილობილ პარტიას, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება.
მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ როგორც გუშინდელი კენჭისყრა იყო წარმატებული, მომდევნო კენჭისყრებიც ასე იქნება,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE