Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსული პასპორტით მორბენალი კობა ნაყოფია ნეტავ ვის საქმეს აკეთებს? – ირაკლი ლატარია

მარშალ პრესი 27/04/2023
ირაკლი ლატარია

ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმიანება, რომელსაც ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება – ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული“. როგორც ლატარია აღნიშნავს, აი როგორ იქცევიან რეალური მტრები და რაზე ოცნებობენ.

„აი რა უნდათ რეალურად… ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოგვცენ სტატუსი, შემდეგ უნდათ არეულობის მოწყობა, შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება და ამას მოაყოლებენ ომსაც… აი როგორ იქცევიან რეალური მტრები…. აი რაზე ოცნებობენ რეალურად…

არა ნუ, საქართველოს კი არა, მგონი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ამათზე დიდი მოღალატეები და საკუთარი სამშობლოს მოძულენი …. რუსული პასპორტით მორბენალი, რუსი ბიზნესმენი ნაყოფია  ნეტავ ვის საქმეს აკეთებს? ნეტავ, ვისი ოცნების ასრულება სურს? მართლა რა გახდა ამათი ყველასი ერთად შეყრა ერთადერთი მუხლით  სამშობლოს ღალატი!“– წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: GITA – ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ
Next: ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველებო – ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025