IMG.GE IMG.GE

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის უწყებამ პირველად განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის უკვე მეორე ტალღას ებრძვის, – ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (KCDC) აქამდე აცხადებდა, რომ ვირუსის პირველი ტალღა ჯერ დასრულებული არ იყო.

თუმცა KCDC-ს ხელმძღვანელმა, ეონგ ეუნ-კეონგმა დღეს განაცხადა, რომ უკვე ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან.

ჯანდაცვის უწყება ამას მაისის დასაწყისში გამართულ ღონისძიებას უკავშირებს, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. სწორედ ამის შემდეგ იმატა ქვეყანაში, ყველაზე მეტად კი – დედაქალაქ სეულში ინფიცირების მაჩვენებელმა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსი 12 438 ადამიანს დაუდგინდა. 280 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა, 10 881 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება