Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე, რასაც საქართველო ევროინტეგრაციისთვის აკეთებს – კახა კალაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე

მარშალ პრესი 26/04/2023
კახა კალაძე

„ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

 „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში.  მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება.

 

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის წყალის” ლაბორატორიის ჯგუფმა, ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ “ერთობის” წევრებთან შეხვედრა გამართა
Next: საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.