ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. მერი, მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნო და ახალი პროგრამების სამოქმედო გეგმა დაისახეს.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახაბერ ფუტკარაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე, ნონა ქოქოლაძე ესწრებოდნენ.
