Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკანასკნელი მატყუარა ხარ – მირდატ ქამადაძე ხაბეიშვილს

მარშალ პრესი 26/04/2023
მირდატ ქამადაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ქამადაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ ხაბეიშვილი იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული წევრები პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ის „უკანასკნელი მატყუარა“ იქნება.

„ ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ. თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქ პოსტი, ბოლო ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით) იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ.
დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე, პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პარტიას აგინებდნენ)!“ – წერს მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს.

Post navigation

Previous: ია მეტრეველი მიმართვას ავრცელებს
Next: ბევრს ალბათ ნიკა გვარამიას მოწოდება გაახსენდა – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.