Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს: თქვენ აღნიშნეთ, რომ მულტილატერალიზმის გჯერათ – რა სახის საერთაშორისო მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დასაცავად?

მარშალ პრესი 25/04/2023
ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპის საპარალმენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილფადოთირს, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს, კითხვით მიმართა.

სეფაშვილმა დასვა კითხვა იმ მექანიზმების შესახებ, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სესიაზე მიღებულ დოკუმენტში, ნახსენებია რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც.

„პირველ რიგში ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ, მსოფლიო მოწმეა ოკუპაციისა და დაპყრობის ბევრი ტიპის. ქალბატონო მინისტრო, თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ მულტილატერალიზმის ძალის გჯერათ. რა სახის საერთაშორისო მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად?“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად ხდება დეზინფორმაციის მოგონება – ირაკლი ჩიქოვანი
Next: ამ თემას არ ვუყურებ მხოლოდ როგორც პარლამენტის წევრის გადმოსახედიდან, არამედ ვუყურებ, როგორც შშმ ადამიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025