Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს – გივი მიქანაძე IRI-ის კვლევებზე

მარშალ პრესი 25/04/2023
გივი მიქანაძე

IRI-ის კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განიცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა და ეს თვითონაც კარგად იციან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკვირდება ნეიტრალური თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რეიტინგები.

ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაშია და ეს თვითონაც კარგად იციან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

ამის მარტივი დადასტურებაა რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რომ ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის აქციები როგორც რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ის ე.წ. მთავარი აქცია, რომელიც 9 აპრილს დაამთხვიეს და ვნახეთ, რომ ეს იყო ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა. ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის, იმ პოლიტიკის და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. საზოგადოება მიხვდა, რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია
Next: ლევან ხაბეიშვილი თარჯიმან პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.