Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილზე და გარდა ფინანსური სანქციებისა, ახლა უკვე ფიზიკურად ემუქრებიან მის უსაფრთხოებას.

მარშალ პრესი 25/04/2023
ეკა სეფაშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი ეკა სეფაშვილმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, მედიასთან კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
სეფაშვილის თქმით, ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილზე და გარდა ფინანსური სანქციებისა, ახლა უკვე ფიზიკურად ემუქრებიან მის უსაფრთხოებას.

„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის განცხადებას არ გამოვეხმაურებოდით, მაგრამ ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი აგენტის განცხადება, რომელიც კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა ისევ და ისევ დღის წესრიგში დგას. ვფიქრობთ, რომ ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს, ეს დღის წესრიგში იდგება და ვთვლით, რომ საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას. საზოგადოება არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს როგორც ამ ცალკეული აგენტების, ასევე მათ მიერ მართული პარტიების ცრუ და ქვეყნის დამღუპველ ნარატივს და ამ გზით შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა.

დიახ, ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილზე, გარდა ფინანსური სანქციებისა, ახლა უკვე ემუქრებიან ფიზიკურად მის უსაფრთხოებას, ემუქრებიან დაპატიმრებით და აქ რა თქმა უნდა, მათთვის მეორე და მეასეხარისხოვანია ის, რომ მათ რეალური მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ჩვენ ამის მოწმე ერთხელ უკვე გავხდით, მაგალითად, გავიხსენებ, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების საკითხს, როდესაც საბუთად მოიყვანეს ისეთი ბრალდება, რომლის მტკიცებულება არც მედიაში გვინახავს და არც მათ წარმოუდგენიათ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საელჩოს და ქალბატონ კელი დეგნანს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ხელშეწყობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: პატარა “დიქტატორი” ხაბეიშვილი და მისი ჩრდილოვანი მმართველები
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, 100-ზე მეტი ფიჭვის ხე დარგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.