Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქვეყანა არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის პრაპარატზე

მარშალ პრესი 24/04/2023
ივანე ჩხაიძე

„ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის შესყიდვაზე“, – აცხადებს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რასაც, მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ჯანდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის განცხადებები ადასტურებს.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ქვეყანას დაწყებული აქვს პრეპარატის შემოტანისათვის მზადება, მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე და იმ ტექნიკურ ნიუანსებზე, რომელიც აუცილებელია ასეთი მედიკამენტის დანერგვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მთავარია, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ის მედიკამენტი, რომელიც იქნება შედეგის მომცემი და არ გაართულებს მათ მდგომარეობას, გვერდითი ეფექტები არ იქნება იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე მათი ახლანდელი სტატუსი. სწორედ ამაზეა ახლა საუბარი. დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეს არის პერიოდი, რომელიც მეტი მონაცემისა და ინფორმაციის მიღებას სჭირდება. მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მზადაა, დააფინანსოს ბავშვების მკურნალობა, თუ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იქნება ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

Continue Reading

Previous: „ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას – მაია ბითაძე
Next: პატარა “დიქტატორი” ხაბეიშვილი და მისი ჩრდილოვანი მმართველები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025