Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რათა კოლეგებს სხვადასხვა თემაზე ვესაუბროთ

მარშალ პრესი 24/04/2023
ირაკლი კობახიძე

ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ჩვენ ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ასევე საუბარი იქნება 12 რეკომენდაციასა და კანდიდატის სტატუსზე.

„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც მეტი დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ორი საკითხია, რაზეც მუშაობა უნდა დასრულდეს – ეს არის დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს თემები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენს კოლეგებს ამ ფორმატში გავაცნობთ. საქართველოს თაობაზე მომხსენებლებს შევხვდებით და ვისაუბრებთ მათ ანგარიშზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. მათთან ერთად ვიმსჯელებთ მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები ამ ანგარიშთან დაკავშირებით და მათ ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული საბჭოს გადასაწყვეტი
Next: აბა, გაბედეთ! ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის ხლება პროცესებს თქვენთვის სავალალოდ კი არ დააჩქარებს, არამედ დაასრულებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.