Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალაქს სჭირდება განახლება და არა პოლიტიკური სპეკულაციები – კახა კალაძე

მარშალ პრესი 24/04/2023
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში – სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი… დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიანებით რომ დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა. მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, სექტემბერში არ იქნებოდნენ დაბრუნებული საზაფხულო შვებულებებიდან? ასე რომ, ეს პოლიტიკური სპეკულაცია. ისე არიან დაბოღმილები, რომ არ იციან, რა თქვან. როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ათას სისულელეს იგონებენ. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს? კომუნისტების შემდეგ აქ სამუშაოები აღარავის უწარმოებია, იცვლებოდა მხოლოდ გზის საფარი და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირები. ჩვენს ქალაქს სჭირდება განახლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Post navigation

Previous: აშკარაა, რომ დავით ზურაბიშვილის პატრონებმა, ანუ სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის ახალი ხაზი გახსნეს – “ხალხის ძალის” განცხადება
Next: ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.