Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუკი იქნება არეულობის მცდელობა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს

მარშალ პრესი 24/04/2023
გიგლა ბარამიძე

თუკი რამე საშუალება ექნება უცხოეთის მეხუთე კოლონას საქართველოში, ყველაფერს იკადრებენ და გააკეთებენ, რომ სიტუაცია არიონ, – ამის შესახებ  გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი იქნება არეულობის მცდელობა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

„თუ კანონი კანონობს და საერთაშორისო სამართალი ჯერ კიდევ არსებობს, არ არის მხოლოდ ძლიერისა და ფულის სამართალი, მაშინ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც ეკუთვნის, თუმცა მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსიდან ევროკავშირის წევრობამდე, ათწლეულებია. მოლდოვასა და უკრაინას ჩვენ ბევრი საკითხით ვუსწრებთ და თუ კანონი იკანონებს, ჩვენ ყოველგვარი წვალების გარეშე უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობასთან დაკავშირებით, არეულობა რომ არ იყოს, ორი გვამის პარტია რომ არ დაბრუნდეს და სხვადასხვა საკითხში, თანამოაზრეები არიან. ასე რომ, თუკი იქნება არეულობის მცდელობა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს ევროპის საბჭოსთან კარგი თანამშრომლობა აქვს, ჩვენი ქვეყნის დელეგაცია ყოველთვის აქტიურია და სესიაზე ვმონაწილეობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვაში
Next: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად ახმოვანებს იმ პოზიციებს, რაც ქვეყნისთვისაა უმნიშვნელოვანესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.