Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 22/04/2023
D76A6F38-F88A-4F9A-AE43-39B48C220169

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას.

სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს. საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელობანი გაუმჯობესების თვალსაზრისით და ერთ-ერთი ლიდერია ფართე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის კუთხით. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მაღალი

ეკონომიკური ზრდის შედეგად, ქვეყანაში შემცირდება სიღარიბე, გაიზარდება დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები.
სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები, რომელიც მომზადდება და მოკლე დროში წარედგინება მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად

Post navigation

Previous: “ფორმულა” დატოვა პირველმა თანამშრომელმა მას შემდეგ, რაც კეზერაშვილზე საგამოძიებო ფილმი გავიდა
Next: პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს – ანდრია ჯაღმაიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.