Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს, ვერ შეძლებენ ხალხის მობილიზებას

მარშალ პრესი 21/04/2023
ირაკლი კობახიძე

მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება არის სწორედ ის საკითხი, რაც საზოგადოებაში სათანადო რეაქციას იწვევს.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს. ვერანაირად ვერ შეძლებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მით უმეტეს, ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაზეც სწორედ ხალხს აქვს სათანადო რეაქცია. როდესაც მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, სწორედ ეს არის ის საკითხი, რაც იწვევს საზოგადოებაში სათანადო რეაქციას. რეაქცია, რომელიც უკავშირდება უკმაყოფილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: კონგრესმა უკვე გამოითხოვა ბაიდენებისა და მათი ახლობლების საბანკო ტრანზაქციები ფინანსური ინსტიტუტებიდან
Next: “ფორმულა” დატოვა პირველმა თანამშრომელმა მას შემდეგ, რაც კეზერაშვილზე საგამოძიებო ფილმი გავიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.