გვინდა, რომ ნასვამ მძღოლებზე ჯარიმა ძალიან გაიზარდოს – ალეკო ელისაშვილი

409
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

კორონავირუსის შედეგად არ არის იმდენი ხალხი გარდაცვლილი, რამდენიც ავტოსაგზაო შემთხვევებით. ერთი დიდი უბედურება გვჭირს. ჩვენი ინიციატივა იქნება, ლევან იოსელიანი დღე-დღეზე დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომ ნასვამ მძღოლებზე ჯარიმა კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტი მომავალი კვირის განმავლობაში დარეგისტრირდება.

„ყველამ უნდა იცოდეს კარგად, ნასვამი რომ საჭესთან ჯდები, შენ ხარ მკვლელი. პირდაპირ დადიხარ ქუჩაში ხალხის მოსაკლავად. თუ ვინმეს სტატისტიკა აინტერესებს და არ იცის რა შედეგები მოჰყვება ნასვამის საჭესთან ჯდომას, შევხედოთ რამდენი ასეული შემთხვევაა წლის განმავლობაში. გვინდა, რომ ნასვამ მძღოლებზე ჯარიმა ძალიან გაიზარდოს, რომ ნებისმიერი ადამიანი კარგად დაფიქრდეს. ბევრ ქვეყანაში ნასვამობაზე პირდაპირ ციხეა.

ევროპაში და ამერიკის ძალიან ბევრ შტატში. იმიტომ, რომ რეალობას გაუსწორეს თვალი, ჩვენ კიდევ თვალს ვერ ვუსწორებთ. ზუსტად ვერ ვიტყვით, ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე სასჯელი და ჯარიმები, რომ უნდა იყოს ეს ფაქტია. ვიდრე ადამიანი დალევს და მერე საჭესთან მჯდომი მკვლელად გადაიქცევა, ბევრჯერ უნდა აწონ-დაწონოს და დაფიქრდეს, როგორ დაარტყამს მის ჯიბეს და მის ოჯახს ის ჯარიმა, დამსახურებული ჯარიმა, რასაც მიიღებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება