Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში, ახლა რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ

მარშალ პრესი 20/04/2023
მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში და იძულებული გავხადეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილიყვნენ, სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. მოდით, ახლა ყველამ იძულებული გავხადოთ, რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის საქმიანობას არ შეაფერხებს.

„ჩვენ არც პარლამენტის საქმიანობას შევაფერხებთ, კენჭსაყრელი საკითხებიც თავის დროზე იქნება გადაწყვეტილი, თემებსაც გავივლით და გარანტიას ვაძლევ მათ, პარლამენტის საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. როგორ და რა გზით, რეგლამენტი წაიკითხონ და იქნებ იქ რაღაც-რაღაცები აღმოაჩინონ და შემდეგ მკითხაობა არ მოუწიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. მისივე თქმით, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც 19 აპრილს შედგა. ამასთან, საკითხზე პარლამენტში კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა დღესაც, თუმცა კვორუმი კვლავ ვერ შედგა, შესაბამისად, კენჭისყრაც ვერ ჩატარდა.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთხელ ამხილა ე.წ პროევროპული ოპოზიცია
Next: კელი დეგნანი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამჟამად „дембельский аккорд-ის“ შესრულების პროცესშია. მისი უფლებამოსილება ფაქტობრივად ამოიწურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.