Skip to content
11/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?

მარშალ პრესი 20/04/2023
გვრიტიშვილი

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია. რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება?, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას.

„სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. აქ რეალიზებულია სახელმწიფოს დანაწილების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სახელისუფლებო შტო არ არის უფლებამოსილი გააკონტროლოს მეორე სახელისუფლებო შტო. ანუ, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია პოლიტიკოსების მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაღაც შოუს ელემენტებს ვხედავ საზოგადოების დასანახად, რაღაც მასკარადის მოწყობას. ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბარონ მოსამართლეები და მოითხოვონ მათგან ანგარიში მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ვხედავ, რომ ხელყოფილი იქნება ზუსტად ეს ფუძემდებლური პრინციპი ხელისუფლების დანაწილების, რამეთუ სასამართლო ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ ფორმით საპარლამენტო კონტროლის ადრესატი.

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა ასეთი საგამოძიებო კომისია?!რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება?!

უპირველესი ოპოზიციური კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აკეთებს განცხადებას, რომელსაც აშშ-ში მრავალმილიონიანი მხარდაჭერა აქვს, აკეთებს განცხადებას, რომ სასამართლო არის კორუმპირებული და პოლიტიზებული. რატომ იქ არ იქმნება მაშინ მსგავსი საგამოძიებო კომისიები?!“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

Post navigation

Previous: დაბა ლაითურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next: რუსულ ჭურვს რუსებს გიორგი ბარამიძის სახელით ესვრიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.