Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ს საელჩოს პოზიციაა – “ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ბრალდებებში, დანარჩენი თავად გამოიკვლიეთ”

მარშალ პრესი 20/04/2023
დავით ქართველიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობას და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანი საქართველოში ანტისამართლებრივი და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წაქეზებით არის დაკავებული.

„აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აგრძელებს ანტისამართლებრივ, ანტისაკანონმდებლო საქმიანობის წაქეზებას საქართველოში.
საკითხავი მხოლოდ ერთია – რამდენ მსგავს მცდელობას ექნება ადგილი მისი სახით, საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლამდე.

კელი დეგნანი დღეს ცდილობს სამართლებრივი ზღვარი წაშალოს საქართველოს მართლმსაჯულების ისეთ პოზიციებში, რასაც ჰქვია კორუფციის ფაქტების გამოვლენა ქვეყნის სასამართლო სისტემაში. როდესაც საქართველო მიმართავს თხოვნით საკუთარ პარტნიორს, აშშ-ს – მოგვაწოდონ მოსამართლეთა კორუფციის დამადასტურებელი მტკიცებულებები – გვესმის გამაოგნებელი პოზიცია: თქვენ, არა – საპარლამენტო კომისიას მივაწვდით.

კი ბატონო! აშშ-ს საელჩოს პოზიციაა – “ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ბრალდებებში, დანარჩენი თავად გამოიკვლიეთ”. ამ გაუგებარი ბრალდებების გამოსაძიებლად, საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი ქვორუმის ვერ შეკრებაში მოქმედ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ. ამიტომ, ქალბატონი დეგნანის რისხვა საკუთარი შეგირდების მიმართ უნდა იქნას მიმართული.

თუმცა, შეგირდების “ბოიკოტი” და “ჯანყი” მკვებავი ძუძუს – აშშ-ს საელჩოს მიმართ, სავსებით გასაგებია. როდესაც ოდესღაც ერთიანი “ე.ნ.მ.” – დღეს იმსხვრევა რამდენიმე ნაწილად, გაუგებარია ქალბატონი კელი დეგნანის “ფსონი” ამ ნამსხვრევების რომელ ნაწილზე დაიდება და რაც მთავარია – ეს “ფსონი” დაემთხვევა თუ არა საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის არჩევანს”– წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა. ჰო და ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი “კეთილის მსურველები” ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ
Next: ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია, ვიმსახურებთ კანონზე კანონით საუბარს და ეს უნდა გესმოდეთ – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.