Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 20/04/2023
გია აბაშიძე

საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის დიპლომატისგან მიუღებელია. მისივე თქმით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მოსამართლეების დასანქცირებაში კელი დეგნანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში, აშშ-ის ამ ნაბიჯმა, უკურეაქცია გამოიწვია.

„საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა. სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში თავხედური ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ამერიკელი და ნესიმიერი უცხოელი დიპლომატისგან. როგორ მუშაობენ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, არაა ქალბატონი დეგნანის საქმე. ზღვარგადასულია კადნიერი ნოტაციების კითხვა! ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებაში დეგნანმა არ ითამაშა უმნიშვნელო როლი. თუმცა, ფართო საზოგადოებაში თუ რა უკუშედეგი გამოიწვია ამ სანქციობანამ, ალბათ უნდა ხვდებოდნენ აშშ-ის საელჩოში.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ელჩი ამბობს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით, გერმანიის პროკურატურა და BBC არასარწმუნო წყაროებია
Next: თუ სტრატეგიულ პარტნიორს ან რადიკალურ ოპოზიციას ნამდვილად სურს, სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება, მაშინ უარი უნდა თქვან ორმაგ სტანდარტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.